„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 165ძ-ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2023
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040110000.33.062.016137
165ძ-ს
04/12/2023
ვებგვერდი, 08/12/2023
040110000.33.062.016137
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის

ბრძანება №165-ძ/ს

2023 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2023 წლის 7 თებერვლის №06-ძ/ს ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 040110000.33.062.016133) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

 

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს  სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 1

დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს  სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების წესი დანართის შესაბამისად.“.

3. ბრძანების დანართით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს  სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების წესი.

ბ) პირველი მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. წესის მიზანი და რეგულირების სფე

1. ამ წესის მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ბენეფიციართა მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

2. ეს წესი არეგულირებს სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების პროცესსა და ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს, განსაზღვრავს შესაბამისი კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობას, ადგენს პროგრამების ბენეფიციარ პირთა წრეს;“.

გ) მე- 2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) წესი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესი;

ბ) სამინისტრო – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო;

გ) მინისტრი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი;

დ) ტერიტორიული ორგანო – სამინისტროს სისტემაში შემავალი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეული, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს შესაბამის რეგიონში და უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. ტერიტორიული ორგანოებია: აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო; სამეგრელო-ზემო სვანეთის  ტერიტორიული ორგანო;

ე) დევნილი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი;

ვ) დევნილი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრებ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი);

) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი  პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა ჰუმანიტარული  სტატუსი და 1993 წლის 30 სექტემბრამდე  ცხოვრობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

) საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირი  პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა საქართველოში ბინადრობის უფლება და 1993 წლის 30 სექტემბრამდე  ცხოვრობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი   აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირში მოიაზრება ისეთი პირი, რომელსაც უდასტურდება აღნიშნულ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებამდე ცხოვრების ფაქტი, ასევე ასეთი პირების შვილები;

) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/საინიციატივო ჯგუფი  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  დევნილთა განსახლების ადგილას კანონმდებლობის საფუძველზე  შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და ამავე ადგილას მცხოვრებ პირთა ჯგუფი;

) პროგრამა – ბენეფიციართა გარკვეული კატეგორიისთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული შენობების ინფრასტრუქტურული მოწესრიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა;

) კომისია – ამ წესით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების მიზნით მინისტრის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია;

) დევნილთა განსახლების ობიექტი – დევნილი ოჯახების მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული  საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართი და მიმდებარე ტერიტორია;

) ბენეფიციარი – ამ წესით გათვალისწინებული პროგრამის მიმღები დევნილი/დევნილი ოჯახი,  ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირი, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, სხვა აფხაზეთის მკვიდრი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/საინიციატივო ჯგუფი;

) კრიტერიუმი – ამ წესით დადგენილი ნიშან-თვისება, რომლის მიხედვითაც ფასდება ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობა;“.

) სტიქიური უბედურება – ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც მოჰყვა საცხოვრებელი შენობის განადგურება ან მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით;

) უბედური შემთხვევა – გაუთვალისწინებელი მოვლენა, გარემოებათა მოულოდნელი დადგომა, რამაც გამოიწვია პირის  ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება ან/და საცხოვრებელი ფართის მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით ან/და დოკუმენტით;

) სოციალური უზრუნველყოფა – ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება  ფულადი დახმარების სახით;

) დროებითი საცხოვრებლით  უზრუნველყოფა – გარკვეული კატეგორიის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მხარდაჭერა ქირის თანხის ანაზღაურების გზით;

) აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა  გარკვეული კატეგორიის დევნილ ომისა და სამხედრო/თავდაცვის ვეტერანთა  და აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დევნილი ოჯახის წევრის ფულადი დახმარება;

) აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება – გარკვეული კატეგორიის დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურება;

) სოციალური სოლიდარობა – ბენეფიციართა გარკვეული კატეგორიისთვის დახმარების/საჩუქრების გადაცემა;

) დევნილთა განსახლების ობიექტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობა, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა, დევნილთა განსახლების ობიექტებში წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების აღდგენა/გამოცვლა, აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება, დევნილთა საცხოვრებლების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება/მოპირკეთება;

) გარკვეული კატეგორია – ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმებისა ან/და სხვადასხვა გარემოებების შედეგად გამოწვეული მდგომარეობა;

) ჰუმანიტარული დახმარება – დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული ფულადი ან სხვა სახის დახმარება;

) ფორმა – მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დევნილთა განსახლების ობიექტში/დევნილ ოჯახში ვიზიტის აღწერის ფორმა.“.

დ) მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3.   დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა“.

ე) წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ბენეფიციარი – არაუმეტეს 1000 ლარი;

კ) სხვა მოწყვლადი ბენეფიციარი – არაუმეტეს 1000 ლარი.“.

ვ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბენეფიციარზე დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ, გარდა საჭიროებიდან გამომდინარე გამონაკლისებისა.“.

ზ)   მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით  უზრუნველყოფის პროგრამა“.

თ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ბენეფიციარი;“.

ი)   მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამა“.

კ)   მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამა“.

ლ)   მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. სოციალური სოლიდარობის პროგრამა“.

მ)   მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამა“.

) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 10 1  პუნქტი:

„101. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამით/ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის მიზნით, ამუშავებს ბენეფიციარისა და მის ოჯახის წევრთა პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახის დეკლარაციაში მყოფი პირების  პერსონალურ მონაცემებს.“.

ო) მე-9 მუხლის მე-17 და მე-18   პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ბენეფიციარს გადაწყვეტილება ეგზავნება მოთხოვნისამებრ.

18. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, კალენდარული წლის ბოლოს ან/და მოთხოვნისამებრ წარუდგინოს კომისიის საქმიანობის ანგარიში მინისტრს. კომისიის საქმიანობის, მათ შორის კომისიაზე განხილული საკითხების ერთიან სტატისტიკას აწარმოებს კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრიდავით ფაცაცია