უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 3 23 00003128
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 01/11/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2023
სარეგისტრაციო კოდი
REG 3 23 00003128
01/11/2023
ვებგვერდი, 07/12/2023
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

 ბრძანება №REG 3 23 00003128

 2023 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

უწყებრივ  სალიცენზიო  რეესტრში  ცვლილების  შეტანის  შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლის საფუძველზე, :

1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს მისამართის ცვლილება, კერძოდ, „შპს „თოდუას კლინიკის“ (ს/კ 201990694) ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N13“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „შპს „თოდუას კლინიკა“ (ს/კ 201990694) ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N13დ (ს.კ 01.13.07.021.067); ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N13გ (ს.კ 01.13.07.021.068); ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N13ა (ს.კ 01.13.07.021.313); ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რკინიგზის ცენტრალური ვაგზალი (ს.კ 01.13.07.021.113)“ და შესაბამისად, გაიცეს პათოლოგანატომიური საქმიანობის ახალი სალიცენზიო მოწმობა და სალიცენზიო მოწმობის დანართები შემდეგ საქმიანობებში:

ა) ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა;

ბ) ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა;

გ) მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა.

2. დაევალოს სააგენტოს, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართების გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სააგენტოს, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს „თოდუას კლინიკის" (ს/კ 201990694) ფინანსური დირექტორის, ანრი ჩხაიძის განცხადება: N1109398, 19.10.2023წ.

 

სააგენტოს დირექტორი                                                                 ირაკლი მხეიძე