დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებიტ დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 04/04/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.007.184 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.181
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №109
2005 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
,,თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ კანონის” 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,განათლების შესახებ” კანონის პირველი მუხლის ,,თ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №33 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., მუხ. 355) დამტკიცებული წესდების II თავის მე-3 მუხლის ,,ა” პუნქტის შემდეგი ნაწილი:
,,ფრიადოსან კურსდამთავრებულს უფლება აქვს გასაუბრების წესით ჩაირიცხოს და სწავლა გააგრძელოს უმაღლესი სასწავლებლის II და III კურსზე შესაბამისი სპეციალობით” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საშუალო პროფესიული განათლების პროგრამების საფუძველზე გახანგრძლივებული სპეციფიკური სასწავლო გეგმით სრული თეორიული კურსის დამთავრებისა და სახელმწიფო გამოცდების ჩატარების შემდეგ გასცეს შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დიპლომი)”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები