დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3921-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016106 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელფასო კოეფიციენტზე ნამრავლით. 2. პარლამენტის წევრებისთვის განისაზღვრება შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები: ა) პარლამენტის თავმჯდომარე – 10.00; ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9.20; გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9.00; დ) კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 8.50; ე) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8.30; ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 8.10; ზ) პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8.00. 3. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს აგრეთვე პარლამენტის წევრის სატრანსპორტო უზრუნველყოფის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და მის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობებს.“. 2. მე-15 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით. 2. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. 3. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 13 დეკემბერი 2023 წ. N3921-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები