„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 474
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024307
474
06/12/2023
ვებგვერდი, 07/12/2023
280120000.10.003.024307
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №474

2023 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, №49, 28/04/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-10 მუხლს 1​10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„1 11. ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეზე ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე სახელმწიფოსაგან ან/და ზოგადსაგანმანათლებლო ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან ან/და სხვა წყაროდან გაცემული სტიპენდია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი