დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.116.016594 |
|
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2021 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016508) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები და ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამდებობის პირი ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეები უფლებამოსილი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინონ საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 642, 771, 772, 825, 103-ე, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135, 1351 , 146¹, 148-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152, 1522, 1528, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534, 1561, 1585 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 159-ე, 1591, 1662 მუხლებით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლით, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 130-138-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1728 და 1729 მუხლებით გათვალიწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამდებობის პირი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები