„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 04/12/2023
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016388
17
04/12/2023
ვებგვერდი, 07/12/2023
040030000.32.057.016388
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება  №17

2023 წლის 4 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებასა (სსმ, №165, 17/12/2010, 040030000.32.057.016012) და დადგენილებით დამტკიცებულ „აჭარის სატყეო სააგენტოს დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 170 (ას სამოცდაათი) საშტატო ერთეულით.“;

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი;

გ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ი“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები;

დ) დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „5 1“ პუნქტი:

„51. ადმინისტრაციული სამსახური ძირითად ფუნქციებს ახორციელებს მასში შემა­ვალი სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრირების განყოფილებისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მეშვეობით.“;

ე) დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“, „ზ2“, „ზ3“, „ზ4“ და „ზ5“ ქვეპუნქტები:

„ზ1) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა (საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანა) და გან­ხორციელება;

2) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა, სააგენტოს მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;

3) აუქციონის ჩატარება;

4) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სატენდერო პროცედურების წარმართვა, შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომ­ზა­დება;

5) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეს­რუ­ლების მიმდინარეობაზე ანგარიშის წარდგენა და განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ინფორმაციის ანალიზი;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე