დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 5 ივლისის №797 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 542 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 28/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.027.007.177 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.177
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №542
2005 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
„თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 5 ივლისის №797 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 5 ივლისის №797 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №67, მუხ. 597) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის პირველი ფურცელი შეიცვალოს თანდართული ნიმუშის შესაბამისად (დანართი №1);
ბ) თანამდებობის პირის საფინანსო დეკლარაციის პირველი და მეოთხე ფურცლები შეიცვალოს თანდართული ნიმუშის შესაბამისად (დანართი №2).
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია



უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები