ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მდებარე მე-60 ქუჩის I ჩიხისთვის სახელის გადარქმევისა და ,,სერის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მდებარე მე-60 ქუჩის I ჩიხისთვის სახელის გადარქმევისა და ,,სერის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.113.016034
69
29/11/2023
ვებგვერდი, 06/12/2023
000000000.00.113.016034
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მდებარე მე-60 ქუჩის I ჩიხისთვის სახელის გადარქმევისა და ,,სერის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №69

2023 წლის 29 ნოემბერი 

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მდებარე მე-60 ქუჩის I ჩიხისთვის სახელის გადარქმევისა და ,,სერის ქუჩის“ სახელის  მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მდებარე მე-60 ქუჩის I ჩიხს ეწოდოს „სერის  ქუჩა“ თანდართული რუკის თანახმად.

მუხლი 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის  ვადაში  უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების  განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება  შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14).

მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         დავით დარჩია