„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 21 დეკემბრის N1473 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 81147
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 05/12/2023
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.42.047.016079
81147
05/12/2023
ვებგვერდი, 06/12/2023
010320040.42.047.016079
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 21 დეკემბრის N1473 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №81147

2023 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 21 დეკემბრის №1473 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2011 წლის 21 დეკემბრის №1473 ბრძანებით (სარეგ. №010320040.42.047.016017, 27.12.2011 წ.) დამტკიცებულ „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულებაში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტაჟირება – სამსახურში ამ დებულებით რეგულირებადი, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის IV1 თავის შესაბამისად ანაზღაურებადი საქმიანობა, რომლის მიმართულება და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სტაჟიორად მიღების შესახებ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“ю

2. მე-19 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სტაჟორად მიღების გადაწყვეტილება ფორმდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით/ბრძანებით. მასში სხვა შესაბამისი რეკვიზიტების/პირობების გარდა აღინიშნება სამსახურის სტრუქტურული დანაყოფი, რომელშიც მიიღება სტაჟიორი,  სტაჟირების დაწყებისა და დასრულების თარიღები, მიმართულება, სტაჟირების ხელმძღვანელი და სტაჟიორის შრომის ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა.“. 

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შევიდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან. 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე