„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 05/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016030
53
05/12/2023
ვებგვერდი, 06/12/2023
240140000.41.046.016030
„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №53

2023 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17​1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის №39 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/10/2020, 240140000.41.046.016016) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებით დამტკიცებული „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის“:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სააგენტოსთვის უზრუნველყოს სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.“.

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  სააგენტოს      უარყოფითი   გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს და ამავდროულად დაუშვებელია მისი (კონცენტრაციის) ნებისმიერი ფორმით/საშუალებით განხორციელება.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონცენტრაციის მონაწილეებს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობათ შესაბამისი შეთანხმების ძალაში შესვლამდე  ან/და კონცენტრაციის ფაქტობრივ განხორციელებამდე (მათ შორის, მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე). შესაბამისი შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან/და კონცენტრაციის ფაქტობრივ განხორციელებამდე კონცენტრაციის მონაწილეთა ქმედებები შესაძლოა მოიცავდეს, მათ შორის, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე ნების გამოხატვას ან/და აღნიშნულის თაობაზე ფაქტობრივი შეთანხმების მიღწევას.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ წარდგენილი შეტყობინება არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, სააგენტო შეტყობინების წარმდგენს უბრუნებს განაცხადს და განუმარტავს სრულყოფილი შეტყობინების წარმოდგენისათვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის ნუსხას.“.

ბ) მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

გ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „81“ პუნქტი:

„81) იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ შეტყობინების წარდგენის შემდგომ დასაშვებობის პროცედურის განმავლობაში ან/და მისი განხილვის დროს შეუძლებელია /სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, მხარე ვალდებულია მიუთითოს ინფორმაციის წარმოუდგენლობის მიზეზი და თან დაურთოს შესაბამისი მტკიცებულებები.“.

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა კანონის რეგულირების სფეროში და სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვას იწყებს შეტყობინების განხილვის საფასურის  გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.“.

5. მე-8 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონცენტრაციის მხარის მიერ დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარმოდგენამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება სააგენტოს მიერ დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის დღიდან, ხოლო მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ხსენებული ვადის დინების განახლების საფუძველია, კონცენტრაციის მხარის მიერ სააგენტოსათვის ასეთი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების მოწოდების მომდევნო სამუშაო დღიდან.“.

ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეტყობინების წარმომდგენი პირის მიერ პოზიციის ზეპირად დაფიქსირების შემთხვევაში, დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი და სააგენტოში შეტყობინების წარმომდგენი პირი. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების წარმომდგენი პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი აკეთებს ოქმზე შესაბამის ჩანაწერს.“.

6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) გამოითხოვოს როგორც კონცენტრაციის მხარისგან, დაინტერესებული მხარისგან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ეკონომიკური აგენტისგან, თუ ეს საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი  გარემოებების დადგენას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე