დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მარტის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 473 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.024306 |
|
„2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მარტის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მარტის №125 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/03/2022, 430210000.10.003.023335) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელსაც ამ მუხლის მე-8 − მე-13 პუნქტების შესაბამისად ეკუთვნის დაფინანსება და რომელზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში მონაცემების არასწორად ასახვის გამო დაფინანსება განაწილდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული იმ პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამისად, რომლის შესაბამის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზეც ის არ ჩარიცხულა, ჩაითვალოს იმ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ფარგლებში დაფინანსებულად, რომელზეც ჩაირიცხა მაგისტრანტობის კანდიდატი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები