დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 468 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.10.003.024301 |
|
„საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საინვესტიციო/ კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/02/2023, 010240020.10.003.023898) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის − „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის“:
1. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) პროექტის საბოლოო შერჩევა − საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის განხორციელების ან არგანხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“. 2. მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სამუშაო ჯგუფი, პროექტების წინასწარ შეფასებაზე მუშაობის დასრულების შემდგომ, ამზადებს შეხვედრის შემაჯამებელ ოქმს სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელიც ამ პროექტებთან დაკავშირებული ძირითადი დაშვებებისა და ფინანსურ-ეკონომიკური გაანგარიშებების გარდა მოიცავს პროექტების საბოლოო შერჩევის მიზნით შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებულ ქულებს, ასევე პროექტების წინასწარი შეფასების სამუშაო ჯგუფის პოზიციას: ა) ვეთანხმები წარმოდგენილ პროექტს: ა.ა) საშუალო კატეგორიის პროექტის განხორციელების /არგანხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფი. ამასთან, სპეციფიკური შინაარსის მქონე საშუალო კატეგორიის პროექტი შესაძლებელია, აისახოს ამ მეთოდოლოგიის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში და წარედგინოს ეკონომიკურ საბჭოს; ა.ბ) მსხვილი კატეგორიის პროექტი გადადის საინვესტიციო/ კაპიტალური პროექტების მართვის შემდეგ ეტაპზე, აისახება ამ მეთოდოლოგიის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში და წარედგინება ეკონომიკურ საბჭოს; ბ) არ ვეთანხმები წარმოდგენილ პროექტს: ბ.ა) მხარჯავი დაწესებულების თანხმობის შემთხვევაში პროექტის განხილვა წყდება; ბ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, პროექტი გადადის საინვესტიციო/ კაპიტალური პროექტების მართვის შემდეგ ეტაპზე, აისახება ამ მეთოდოლოგიის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში და წარედგინება ეკონომიკურ საბჭოს.“. 3. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამუშაო ჯგუფი აანალიზებს პროექტების კონცეფციის ბარათებს, ხარჯთსარგებლიანობის შეფასებებსა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტების დასაფინანსებლად საჭირო სახსრების მოცულობას არსებულ ფისკალურ რესურსთან მიმართებით და ამზადებს დასკვნას საინვესტიციო-კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელსაც წარუდგენს ეკონომიკურ საბჭოს.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით: ა) მსხვილი კატეგორიის პროექტები აისახება ამ მეთოდოლოგიის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში და წარედგინება ეკონომიკურ საბჭოს; ბ) საშუალო კატეგორიის პროექტი, სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია აისახოს ამ მეთოდოლოგიის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში და წარედგინოს ეკონომიკურ საბჭოს.“. 4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეკონომიკური საბჭოს და/ან სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საინვესტიციო/კაპიტალური პროექტები აისახება ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტსა და შესაბამისი წლის ბიუჯეტში. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი ასევე მოიცავს აღნიშნული საინვესტიციო/ კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები