„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3885-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 110060000.04.001.018085
3885-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 19/12/2023
110060000.04.001.018085
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.04.001.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტაჟიორის თანამდებობაზე ან სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი.

5. პროკურატურის პრაქტიკანტი − საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად პრაქტიკანტად მიღებული უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი განათლების მიმღები სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი − გენერალური პროკურორის მიერ შესაბამისი ბრძანებით დანიშნული ან განსაზღვრული პირი, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

2. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) ნიშნავს ან განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს;“;

ბ) „ტ1“ ქვეპუნქტი:

„ტ1) პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს ანიჭებს რანგს, აწინაურებს რანგში, აქვეითებს რანგში ან უცვლელად ტოვებს რანგში;“.

3. მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კონფერენციის დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათისა მის თავმჯდომარესთან რეგისტრირდებიან არანაკლებ 30 წევრისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფები. საინიციატივო ჯგუფების თითო წარმომადგენელი კონფერენციის თავმჯდომარესთან ერთად ქმნის ადმინისტრაციულ კომიტეტს, რომელიც სხვა საორგანიზაციო ფუნქციების შესრულებასთან ერთად ახორციელებს საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს უფლება აქვს, იყოს მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 2 კანდიდატისა. საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში აღინიშნება აგრეთვე საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებისა და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრობის კანდიდატების თანხმობა კანდიდატად წარდგენაზე.“.

4. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოები − კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო, სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო და რანგირების საბჭო, რომლებსაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) პროკურატურის სტაჟიორთა მიღება, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობა და შეფასება.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. რანგირების საბჭოს უფლებამოსილებაა პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესებით განსაზღვრული რანგში დაწინაურების საკითხის განხილვა.“.

5. 34-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის წერილობითი ეტაპი უნდა მოიცავდეს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდით გათვალისწინებული დისციპლინების იდენტურ საგამოცდო დისციპლინებს.“; 

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) პროკურატურის სტაჟიორად დასანიშნი პირი, აგრეთვე სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად დასანიშნი პირი.“;

გ) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აქვს გამომძიებლად, მოსამართლედ, სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:

„მუხლი 361. რანგირება

1. პროკურატურაში წესდება პირველი რანგი, მეორე რანგი და მესამე რანგი.

2. რანგირების სისტემა ერთიანია გენერალური პროკურატურის, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, თბილისის, საოლქო, რაიონული და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის.

3. რანგირებას ექვემდებარებიან პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი.

4. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის რანგირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების შედეგები.

5. რანგის მინიჭება ან შეცვლა ხდება თანამიმდევრობით, რიგითობის დაცვით, რანგის გამოტოვების გარეშე.

6. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის  მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, მოტივირებული გადაწყვეტილებით პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს რანგი მიანიჭოს ან შეუცვალოს შესაბამისი რანგის გამოტოვებით.

7. პირველი რანგისა და მეორე რანგის პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები იღებენ შესაბამისი რანგის დანამატს.

8. რანგირებას არ ექვემდებარებიან  პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების უფროსები და მათი მოადგილეები, მეკავშირე პროკურორი და დამხმარე, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის პრაქტიკანტი, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე და პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“.

7. 37-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების გამო ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარების გამო;

დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“;

ბ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:

„ფ1) გარდაცვალების გამო;“.

8. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, წოდებისთვის დადგენილი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელს უნარჩუნდებათ აგრეთვე რანგის დანამატი.“.

9. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურატურის თანამშრომლის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო დაწესებულების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ნებისმიერ თანამდებობასთან, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობასთან ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია მისი შრომითი ხელშეკრულებით.“.   

10. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით დანიშვნის მსურველი კანდიდატისთვის, რომელსაც ჩაბარებული არ აქვს ადვოკატთა ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;“.

11. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურატურის პრაქტიკანტად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი, იცის სამართალწარმოების ენა და აქვს უმაღლესი განათლება ან უმაღლესი განათლების მიმღები სტუდენტია.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 671 მუხლი:

„მუხლი 671. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად გენერალური პროკურორის მიერ შესაბამისი ბრძანებით დანიშნული ან განსაზღვრული პირი.

2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.“.

13. მე-80 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, პროკურატურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისთვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით არაუმეტეს 3 თვისა.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, პროკურატურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისთვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა.“.

14. 81-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურატურის თანამშრომლის (გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა) შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკლასო დანამატსა და ფულად ჯილდოს. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე წოდებისთვის დადგენილ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

2. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს. იგი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე რანგის დანამატს, წოდებისთვის დადგენილ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3885-XIIIმს-Xმპ