„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 460
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017768
460
04/12/2023
ვებგვერდი, 05/12/2023
190040000.22.033.017768
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №460

2023 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, 30.12.2009, №159, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  IX1 თავს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 213 და 214 მუხლები:

„მუხლი 213

 თუ სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ თანხის გადახდა შეცდომით განხორციელდა ბიუჯეტის შემოსულობების გადასახადებისთვის განკუთვნილ ერთიან სახაზინო კოდზე, ნაცვლად სხვა სახაზინო კოდისა (რაც დოკუმენტურად დასტურდება), სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია, შეცდომით ჩარიცხული თანხა, წერილობითი განცხადების საფუძველზე დაუბრუნოს სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საბიუჯეტო ორგანიზაციას. თანხის დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს.

მუხლი 214

სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს ამ ინსტრუქციის 213 მუხლით გათვალისწინებულ შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნას, თუ დოკუმენტაცია არასრული ან დაუსაბუთებელია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი