დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19-89 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016757 |
|
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ |
საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მხარეები“:
გამოხატავენ რა ერთგულებას გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპებისადმი, ასევე საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებისა და ნორმებისადმი; მიისწრაფვიან რა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მეშვეობით გააძლიერონ თავიანთი მეგობრული კავშირები; ადასტურებენ რა, რომ მხარეთა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას; გამოხატავენ რა ერთგულებას მხარეთა სახელმწიფოების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრული პატივისცემისადმი; თავს იკავებენ რა ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებისგან სამხედრო სფეროში, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მხარეთა სახელმწიფოების უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს; ადასტურებენ რა, რომ თანამშრომლობა შესაბამისობაშია მხარეთა სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან, ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკასთან და რომ არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1 მიზანი წინამდებარე შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს და გააძლიეროს მხარეთა შორის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, ასევე, უზრუნველყოს პრაქტიკული საფუძვლის შექმნა მხარეთა მიერ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში მიღებული პროგრამების განსახორციელებლად. მუხლი 2 თანამშრომლობის სფეროები მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში:
მუხლი 3 თანამშრომლობის ფორმები მხარეთა შორის თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი ფორმებით:
მუხლი 4 კომპეტენტური უწყებები
მუხლი 5 საიდუმლო ინფორმაციის დაცვა წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მხარეები საიდუმლო ინფორმაციას გაცვლიან და ერთობლივად დაიცავენ „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის შესახებ“ 2011 წლის 26 ოქტომბრის შეთანხმების შესაბამისად. მუხლი 6 ფინანსური საკითხები
მუხლი 7 დისციპლინური პროცედურები
მუხლი 8 ზიანის ანაზღაურება
მუხლი 9 დროებითი შეჩერება
მუხლი 10 სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები წინამდებარე შეთანხმების დებულებები გავლენას არ ახდენს მხარეთა მიერ იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომელთა მხარეებიც არიან მათი სახელმწიფოები. მუხლი 11 დავების გადაწყვეტა წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას ან განხორციელებისას წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა შორის დიპლომატიური არხებით მოლაპარაკებების და/ან კონსულტაციების საშუალებით და გადასაწყვეტად არ გადაეცემა რომელიმე ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლოს ან მესამე მხარეს. მუხლი 12 ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები მხარეთა ურთიერთთანხმობით. ასეთი ცვლილებები გაფორმდება ცალკე ოქმების სახით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის დებულებების შესაბამისად. მუხლი 13 ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და შეწყვეტა
შესრულებულია ქ. ბაქოში, 2023 წლის 24 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები