„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3822-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.102058
3822-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 15/12/2023
010240010.05.001.102058
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის;“;

ბ) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) კულტურისა და სპორტის;“.

მუხლი 2

1. ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უწყვეტად განაგრძოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ფუნქციის შესრულება და უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უწყვეტად განაგრძოს საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ყველა ფუნქციის შესრულება და უფლებამოსილების განხორციელება, გარდა ახალგაზრდობის მიმართულებისა.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე და მასვე ენიჭება ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება.

4. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე და მასვე ენიჭება ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ახალგაზრდობის მიმართულებით მიღებულ/გამოცემულ სამართლებრივ აქტებზე, რომელთა საკითხი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განისაზღვრება.

5. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ახალგაზრდობის მიმართულებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში არსებული შესაბამისი უწყების მიერ ახალგაზრდობის მიმართულებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას აღნიშნული უწყების მიერ სათანადო სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანა/მათი ძალადაკარგულად გამოცხადება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

7. ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი პირველი მოადგილე/მოადგილეები ამ კანონის ამოქმედებისთანავე გადაინიშნონ  მოვალეობის შემსრულებლებად.

8. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელისა და მისი პირველი მოადგილის/მოადგილეების გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე დანიშვნა.

9. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა (გარდა სააგენტოს ხელმძღვანელისა და მისი პირველი მოადგილისა/მოადგილეებისა) უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

10. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროსთვის გადაცემას. ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი უწყებების წარდგინებით, აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში უზრუნველყონ  სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სათანადო ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3822-XIIIმს-Xმპ