დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.164.016492 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/03/2018 წ. 010250020.35.164.016280), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მერიის სამსახურებია: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ა.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ა.ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება; ა.გ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – შესყიდვების განყოფილება; ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული სამსახური; გ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური; დ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური; ე) პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება: ე.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება: ვ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული - საბუღალტრო განყოფილება; ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება: ზ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული - ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“. თ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: თ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება; თ.ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილება; ი) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება: ი.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება.“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელის შეწყობა, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და ყვარლის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნება, მერიის საქმის წარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, ყვარლის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება. 2. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურება, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. 3. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად. 4. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ზედამხედველობის განხორციელება გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე; მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე; მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე; მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე. სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარჩენების მართვის კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას 5. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; 6. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, საბუღალტრო, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება; 7. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სასმსახურის ფუნქციებია: ადგილობრივ დონეზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბება, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება; სოციალურად დაუცველი კონტინგენტის ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადება და მისი შესრულება, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირების აღრიცხვა, სოციალური დახმარების პროგრამაში მათი ინტერესების გათვალისწინება და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაცია, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა; ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა; ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები“. 9. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება,ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავება, პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადება;ფონდებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. 10. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარება ან/და ექსპლუატაციაში მიღება; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები