„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016417
14
01/12/2023
ვებგვერდი, 01/12/2023
010250020.35.129.016417
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №14

2023 წლის 1 დეკემბერი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (სსმ, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016269) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების  პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის“ მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება ყოველთვიურად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე იმ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა ბინის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა ყოველთვიური დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მეწყერის, სხვა სტიქიური ან სხვა რაიმე მოვლენის შედეგად დაზიანებულ კერძო საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახებზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ საცხოვრებელი სახლის 2021 წლის შემდგომ პარიოდში საცხოვრებლად უვარგისობის თაობაზე გაცემული დასკვნის საფუძველზე. აგრეთვე დახმარება შესაძლებელია გაიცეს მუნიციპალიტეტში შექმნილი შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ  კერძო საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის საფუძველზე.

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა კომპენსაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ მესაკუთრეებზე, რომელთაც 2021 წლის შემდგომ პერიოდში მეწყერის შედეგად დაუზიანდათ კერძო საცხოვრებელი სახლი, დაზიანებული სახლის საცხოვრებლად უვარგისობის შესახებ შესაბამისი კომპენტენციის მქონე ორგანოების/პირების მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის თაობაზე;

დ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის დადასტურების დღიდან 2 თვის ან მეტი ვადით ადრე ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენება, კომუნალური გადასახადების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დახმარების მიმღები ოჯახის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად ცხოვრებას;

ე) დახმარება გაიცემა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 550 ლარისა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ყოველთვიურად დროებითი გამოსახლების დღიდან პრობლემის აღმოფხვრისათვის საჭირო შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელებამდე.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის შესახებ და მესაკუთრის საბანკო ანგარიში;

დ) დახმარება გაიცემა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 550 ლარისა,  დაქირავებული საცხოვრებელი ფართობის მესაკუთრის საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საკუთრების დამადასტურებელი სხვა რაიმე მოწმობა.

დ) თითოეულ დაზარალებულ მესაკუთრეზე გასაცემი კომპენსაცია განისაზღვრება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლის შეფასებული ღირებულების მიხედვით. საკომპენსაციო თანხა საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს აუნაზღაურდება საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი