დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის, წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში - წილკანსა და ერედაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-35. 35233342 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.153.016011 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-35 35233342 2023 წლის 30 ნოემბერი ქ. მცხეთა |
მცხეთის მუნიციპალიტეტის, წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში – წილკანსა და ერედაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად,
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში - წილკანსა და ერედაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს – (უსახელო ქუჩები, შესახვევები და ჩიხები) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკების (№1, №2.1, №2.2 და №2.3 სიტუაციური რუკები) შესაბამისად. 2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები