დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის N19 განკარგულებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.152.016064 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №66
2023 წლის 24 ნოემბერი
ქ. დუშეთი
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №19 განკარგულებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და საქართველოს კანონის ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №19 განკარგულებაში. კერძოდ, განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „1.1“ პუნქტი:
„1.1 ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1 ის და წარმოდგენილი რუკის შესაბამისად.“
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება .
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამრთი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები