დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005წლის 17 თებერვლის №315 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 507 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 24/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.22.027.007.156 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.007.156
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №507
2005 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანების №1 დანართის:
1. მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:
ე.ა) ადიგენის რ-ნი;
ე.ბ) ასპინძის რ-ნი;
ე.გ) ახალქალაქის რ-ნი;
ე.დ) ახალციხის რ-ნი;
ე.ე) ბორჯომის რ-ნი;
ე.ვ) ნინოწმინდის რ-ნი.”.
2. მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1” და ,,ე2” ქვეპუნქტები:
,,ე1) ახალციხის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური:
ე1.ა) ადიგენის რ-ნი;
ე1.ბ) ასპინძის რ-ნი;
ე1.გ) ახალციხის რ-ნი;
ე1.დ) ბორჯომის რ-ნი.
ე2) ახალქალაქის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური:
ე2.ა) ახალქალაქის რ-ნი;
ე2.ბ) ნინოწმინდის რ-ნი.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების-თანავე.
კ. კემულარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები