„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024300
467
30/11/2023
ვებგვერდი, 01/12/2023
470230000.10.003.024300
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №467 

2023 წლის 30 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის („დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“):

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:

„20. ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2025 წლის 1 იანვრამდე თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ №2​1 დანართით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან, ამავე დანართში მითითებული ვადების მხედველობაში მიღებით. ამასთან, №2​1 დანართით ფსიქიატრიული მომსახურებისთვის დადგენილი ყველა პირობის შესრულება აუცილებელია შესაბამისი სანებართვო დანართის მაძიებელთათვის, გარდა ამავე დანართის მე-14, მე-15 და მე-16  პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, რომლებიც მოეთხოვებათ იმავე პუნქტებით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.“.

2. №21 დანართის (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) VI თავი („ფსიქიატრიული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

VI

 

ფსიქიატრიული მომსახურების შემთხვევაში, სტაციონარული დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1

 

 

ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება/ ერთეული უნდა იყოს იზოლირებული სხვა სომატური განყოფილებებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

შერეული (ბავშვთა და მოზრდილთა) სერვისების მიწოდების შემთხვევაში,  ბავშვებისთვის უნდა ფუნქციონირებდეს ცალკე ერთეული

2

 

 

ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების/ერთეულის შესასვლელი უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს სატრანსპორტო საშუალების მისასვლელს

 

 

ა) ფსიქიატრიული მომსახურების ერთეულის მრავალპროფილურ სტაციონარში ინტეგრირების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს დაწესებულების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის შესასვლელი;

ბ) სავალდებულოდ არ ვრცელდება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით სამკურნალოდ მოთავსებული პაციენტებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებზე/ ერთეულებზე

3

ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებასთან/ერთეულთან მისასვლელი გზა უნდა იძლეოდეს სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის)  შეუფერხებელი გადაადგილების შესაძლებლობას

ფსიქიატრიული მომსახურების ერთეულის მრავალპროფილურ სტაციონარში ინტეგრირების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულთან მისასვლელი გზა

4

ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში/ ერთეულისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პაციენტებისთვის ღია სივრცეებზე ხელმისაწვდომობა: (უსაფრთხო, დაცული ეზო, გარემო პირობების ზემოქმედებისგან (მზე, წვიმა) დაცვის საშუალებებით აღჭურვილი) საერთო ფართით − 2.5 კვ/მ 1 საწოლზე, მაგრამ არანაკლებ 100 კვ/მეტრისა

ა) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2027 წლის 1 იანვრიდან;

ბ) ამ პუნქტით განსაზღვრულ ფართობთან დაკავშირებული მოთხოვნების სავალდებულოდ შესრულება არ მოეთხოვება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას

5

ფსიქიატრიული მომსახურების ერთეული უნდა შედგებოდეს შემდეგი ფუნქციური სივრცეებისგან:

ა) მიმღები/რეგისტრატურა;

ბ) პაციენტის შეფასების/დაკვირვების სივრცე;

გ) სამკურნალო სივრცე:

გ.ა) პაციენტის პალატები;

გ.ბ) საპროცედურო ოთახი;

გ.გ) ოთახები პერსონალის საქმიანობისა და სათავსებისთვის (მ/შ., მედიკამენტების შესანახი ოთახ(ებ)ი);

გ.დ) სასადილო სივრცე;

გ.ე) სივრცე დღიური აქტივობების/რეკრეაციისთვის;

გ.ვ) დეესკალაციის ოთახი;

გ.ზ) სანიტარიული კვანძი;

გ.თ) თამბაქოს მოსაწევი ადგილი პაციენტებისთვის;

გ.ი) ექიმისა და სხვა პერსონალის კაბინეტ(ებ)ი  მოსასვენებელი ოთახ(ებ)ით;

დ) პაციენტთან შეხვედრების სივრცე;

ე) ადმინისტრაციული/პერსონალის/სათავსების სივრცე

ა) პაციენტთან შეხვედრების სივრცე შესაძლებელია ინტეგრირებული იყოს ერთეულის სხვა სივრცეში. ამასთან, აღნიშნულ სივრცეში დაცული უნდა იქნეს პრივატულობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები;

ბ) ფსიქიატრიული მომსახურების ერთეულის მრავალპროფილურ სტაციონარში ინტეგრირების შემთხვევაში,  ადმინისტრაციული/ პერსონალის/სათავსების სივრცისთვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სტაციონარის სხვა ერთეულის ან საერთო სივრცეები;

გ) ამ პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციურ სივრცეებსა და მათ მოწყობასთან დაკავშირებული პირობების დაკმაყოფილება აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2027 წლის 1 იანვრიდან;

დ) ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების სავალდებულოდ შესრულება არ მოეთხოვება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი დაქვემდებარებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას

 

 

5.1

მიმღები/რეგისტრატურა

 

ა) მიმღებში სივრცობრივი ზონირების პრინციპით გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსაცდელი სივრცე  პაციენტის თანმხლები პირებისთვის, არანაკლებ 15 კვ/მ-ისა და სანიტარიული კვანძი (საპირფარეშო, ხელსაბანი);

ბ) ფსიქიატრიული მომსახურების ერთეულის მრავალპროფილურ სტაციონარში ინტეგრირების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის მიმღები/რეგისტრატურა/ მოსაცდელი;

გ) სავალდებულოდ არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით სამკურნალოდ მოთავსებული პაციენტებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებზე/ერთეულებზე

5.2

პაციენტის შეფასების/დაკვირვების სივრცე:

ა) ფსიქიატრიული მომსახურების ერთეულის მრავალპროფილურ სტაციონარში ინტეგრირების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) ერთეულის დაკვირვების სივრცე;

ბ) სავალდებულოდ არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით სამკურნალოდ მოთავსებული პაციენტებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებზე/ერთეულებზე

5.2.1

პაციენტის შეფასების/დაკვირვების დამოუკიდებელი სივრცის არსებობის შემთხვევაში, სულ მცირე, 1 ერთადგილიანი პალატა იმ პაციენტების განსათავსებლად, რომლებსაც განყოფილებაში მოთავსებამდე ესაჭიროებათ  გარკვეული დროით დაყოვნება

 

5.3

სამკურნალო სივრცე:

ერთეულში 40 და მეტი ფსიქიატრიული საწოლის არსებობის შემთხვევაში, სივრცეში დასაშვებია  არაუმეტეს 40 პაციენტის განთავსება

 

5.3.1

პალატები პაციენტებისთვის

 

5.3.1.1

დაწესებულებაში/ერთეულში ყველა პალატას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სანიტარიული კვანძი – საპირფარეშო, ხელსაბანითა და შხაპით

სანიტარიული კვანძის მოწყობისთვის გამოყენებული მოწყობილობები უნდა იყოს უსაფრთხო და არ უნდა იძლეოდეს მათი თვითდაზიანებისთვის ან თავდასხმის იარაღად გამოყენების საშუალებას (მაგ.: ბასრი კუთხეები და ადვილად მსხვრევადი საგნები)

5.3.1.2

დაწესებულებაში/ერთეულში უნდა იყოს ერთსაწოლიანი და/ან ორსაწოლიანი პალატები

ა) ერთსაწოლიანი პალატების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 10 კვ/მ-ისა (სანიტარიული კვანძის ჩათვლით);

ბ) პალატის მოწყობისთვის გამოყენებული ავეჯი (საწოლი, მაგიდა, სკამი და პირადი ნივთების შესანახი სათავსი, რომლის ჩაკეტვაც შესაძლებელია) უნდა იყოს უსაფრთხო და არ უნდა იძლეოდეს მათი თვითდაზიანებისთვის ან თავდასხმის იარაღად გამოყენების საშუალებას;

გ) ერთეულში გამიჯნული უნდა იყოს ქალთა და მამაკაცთა პალატები

5.3.1.3

დაწესებულებაში/ერთეულში პალატების კარი უნდა იღებოდეს დერეფნის მხარეს, პალატის სანიტარიული კვანძის კარი კი ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული პაციენტის მიერ ოთახის/სივრცის ბლოკირების შესაძლებლობა.

კარის საკეტები უნდა იძლეოდეს ექსტრემალურ სიტუაციაში პერსონალის მიერ მისი გახსნის შესაძლებლობას

 

5.3.2

საპროცედურო ოთახი

არანაკლებ 15 კვ/მ-ისა

5.3.3

მედიკამენტების შესანახი ოთახი

სამკურნალო საშუალებების შენახვის პირობების გათვალისწინებით

5.3.4

ოთახები პერსონალის საქმიანობისთვის, პაციენტების ნივთების, სუფთა/ჭუჭყიანი თეთრეულის, თერაპიული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ინვენტარის შესანახად

 

5.3.5

სასადილო ოთახ(ებ)ი (სივრცე), რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს თერაპიული  აქტივობებისთვის

ა) არანაკლებ 2 კვ/მ-ისა 1 საწოლზე, მაგრამ არანაკლებ 20 კვ/მ-ისა (შესაძლებელია ერთეულის ყველა პაციენტისთვის საერთო სასადილო ოთახის (სივრცის) არსებობა);

ბ) შესაძლებელია, განთავსებულ იქნეს სამკურნალო სივრცის გარეთ შესაბამისი დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფის შემთხვევაში;

გ) სავალდებულოდ არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით სამკურნალოდ მოთავსებული პაციენტებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებზე/ ერთეულებზე

5.3.6

სივრცე დღიური აქტივობების,  პირველადი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და რეკრეაციისთვის (მაგ.: ტელევიზორი/დომინო/მაგიდის ჩოგბურთი/სამაგიდო თამაშები /ჭადრაკი/შაში)

ა) არანაკლებ  2 კვ/მ-ისა 1 საწოლზე, მაგრამ არანაკლებ 20 კვ/მ-ისა (შესაძლებელია ერთეულის ყველა პაციენტისთვის საერთო სივრცის არსებობა);

ბ) სავალდებულოდ არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით სამკურნალოდ მოთავსებული პაციენტებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებზე /ერთეულებზე

5.3.7

დეესკალაციის ოთახი

ა) არანაკლებ 15 კვ/მ-ისა;

ბ) დეესკალაციის ოთახში უნდა იყოს: უსაფრთხო ლეიბი/მატრასი, ანტივანდალური უნიტაზით აღჭურვილი ღია ტიპის ტუალეტი. ვიდეომეთვალყურეობის საშუალებ(ებ)ი უნდა განთავსდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ისე, რომ არ იყოს პაციენტის ღირსების შემლახავი და მის სამეთვალყურეო არეალში არ ექცეოდეს ჰიგიენისათვის განკუთვნილი სივრცე

5.3.8

სანიტარიული კვანძი (საპირფარეშო, ხელსაბანი)

 

ერთეულში, გარდა პაციენტების პალატებსა და პერსონალის ოთახებში არსებული სველი წერტილებისა, საერთო სივრცეებში ხელმისაწვდომი უნდა იყოს მინიმუმ 1 სველი წერტილი პაციენტებისთვის და 1 სველი წერტილი პერსონალისთვის

5.3.9

თამბაქოს მოსაწევი ადგილი პაციენტებისთვის

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

5.3.10

ერთეულში უნდა იყოს მორიგე ექიმის კაბინეტ(ებ)ი  მოსასვენებელი ოთახით, სანიტარიული კვანძით – საპირფარეშო ხელსაბანითა და შხაპით

შესაძლებელია, განთავსებულ იქნეს სამკურნალო სივრცის გარეთაც, დაწესებულების სხვა სივრცეში

5.3.11

ერთეულში უნდა იყოს კაბინეტ(ებ)ი მორიგე პერსონალისთვის (ექთნებისა და დამხმარე  პერსონალისათვის) მოსასვენებელი ოთახითა და  სანიტარიული კვანძით − საპირფარეშო ხელსაბანითა და შხაპით

 

6

დაწესებულებაში/ერთეულში პალატების, საპროცედუროების, სამკურნალო,  თერაპიისთვის  განკუთვნილი სივრცეების კედლებში გამოყენებული უნდა იყოს ხმაურდამცავი მასალა

ა) ოთახების ტიხრებში გამოყენებული მასალა უნდა იძლეოდეს ხმის იზოლაციის საშუალებას;

ბ) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2027 წლის 1 იანვრიდან

7

დაწესებულებაში/ერთეულში ფანჯრებისთვის გამოყენებული უნდა იყოს უსაფრთხო მინა, რომელიც დაფარულია მსხვრევის საწინააღმდეგო ფირით  ან/და დამზადებულია ნაწრთობი მინისგან ან/და ისეთი ტექნოლოგიით, რომ დამსხვრევის შემთხვევაში უსაფრთხოა ადამიანისთვის. ფანჯრების მოწყობა უნდა იძლეოდეს ფანჯრის არაუმეტეს 10 სმ-ზე გაღების შესაძლებლობას ან ჰქონდეს მცირე ზომის სარკმელი, რომლის ზომა გამორიცხავს პაციენტის სარკმელში გაძრომის/ვარდნის  შესაძლებლობას

ა)  მინის უსაფრთხოების მოთხოვნები სავალდებულოა, სულ მცირე, ფანჯრების შიდა მხარისთვის;

ბ) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2027 წლის 1 იანვრიდან

 

8

 

დაწესებულებაში/ერთეულში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს უსაფრთხოების დაცვის პირობები

 

ა) ერთეულში უნდა იყოს განგაშის სისტემები დაწესებულების პერსონალისთვის;

ბ) ოთახებისა და ავეჯის განლაგება უნდა იძლეოდეს პერსონალის მიერ სივრცის უსაფრთხოდ დატოვების საშუალებას;

გ) საერთო სივრცე და დეესკალაციის  ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობის საშუალებებით;

დ) პალატებში ღამის საათებში გამოყენებული უნდა იქნეს განათებულობის დაბალი კოეფიციენტის ნათურები (დაახლოებით 5 ლუქსი);

ე) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2027 წლის 1 იანვრიდან

 

9

დაწესებულებაში/ერთეულში პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საკომუნიკაციო საშუალებები (ტელეფონი ან/და კომპიუტერი/

ინტერნეტი)

 

10

დაწესებულებაში/ერთეულში ყოველ 20 ფსიქიატრიულ საწოლზე უნდა იყოს არანაკლებ 1 ექიმი ფსიქიატრი. თუ დაწესებულებაში ყოველ 40 ფსიქიატრიულ საწოლზე ერთდროულად დასაქმებულია 1 ექიმი და 2 უმცროსი ექიმი, შესაძლებელია, იყოს არანაკლებ 1 ექიმი ფსიქიატრი.

ღამის საათებში დაწესებულებაში უნდა იყოს არანაკლებ 1 ექიმი ფსიქიატრი

 

11

დაწესებულებაში/ერთეულში 20 ფსიქიატრიულ საწოლზე უნდა იყოს არანაკლებ 1 ექთანი

 

 

12

დაწესებულებაში/ერთეულში 20 ფსიქიატრიულ საწოლზე უნდა იყოს, სულ მცირე, 1 ექთნის დამხმარე

2027 წლის 1 იანვრიდან 10 ფსიქიატრიულ საწოლზე უნდა იყოს არანაკლებ 1 ექთნის დამხმარე

13

დაწესებულებაში/ერთეულში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ხელმისაწვდომობა შემდეგი სპეციალობის, სულ მცირე, 1 ექიმზე:

შინაგანი მედიცინა/პედიატრია (პედიატრიული პაციენტების შემთხვევაში)/საოჯახო მედიცინა

მ/შ კონსულტანტი ხელშეკრულებით

14

ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმი ფსიქიატრი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ფსიქიატრიული მდგომარეობების მართვის (მათ შორის, დეესკალაციის ტექნიკები, ფსიქიკურ აშლილობათა მართვა, პაციენტის უფლებები) მიმართულებით და ყოველწლიურად  აგროვებდეს 20 უპგ ქულას

 

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2025 წლის 1 იანვრიდან

 

15

ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების/ერთეულის ყველა ექთანმა უნდა გაიაროს სასწავლო კურსი გადაუდებელი მდგომარეობების მართვის საკითხებზე (ბავშვთა ასაკის კონტინგენტის მართვის შემთხვევაში − ბავშვთა ასაკის გადაუდებელი მდგომარეობების მართვის საკითხებზე) დეესკალაციის ტექნიკების ფლობასა და პაციენტის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით

 

ა) 3 წელიწადში ერთხელ;

ბ) აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2025 წლის 1 იანვრიდან

 

16

ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელმა დაწესებულებამ სტაციონარული შემთხვევის დადგომისა და დასრულების შესახებ ინფორმაცია უნდა ასახოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში − „ფსიქიკური ჯანმრთელობის რეგისტრში“

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი