„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016485
28
30/11/2023
ვებგვერდი, 01/12/2023
190020020.35.125.016485
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2023 წლის 30 ნოემბერი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2022   წლის 23 დეკემბრის N52 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www. Matsne.gov.ge, 26/12/2022 წელი; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016457) შეტანილ იქნას ცვლილება:

1. დანართის მე-11  მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას.

2. დანართის მე-13 მუხლის 1.2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარით“.

3. დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამა ითვალისწინებს, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალური სოციალური პროგრამებით და აუცილებელია ზემოხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ოჯახებისთვის საცხოვრისის შეკეთებას, მათ შორის შიდა სამუშაოების შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე