ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3832-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.102051
3832-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 15/12/2023
010100000.05.001.102051
ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ბავშვის უფლებათა კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.019579) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 37-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს ბავშვის განათლების ხელშემწყობ პროგრამებს მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.“;

ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუნიციპალიტეტი ბავშვის განათლების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

6. არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის განათლების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამების ან სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

2. 38-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამებს შეიმუშავებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კოდექსის გათვალისწინებით.“.

3. 39-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვის საჩივრის განხილვის დამოუკიდებელ მექანიზმებს შეიმუშავებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.“.

4. 50-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბავშვის სოციალური აქტივობის სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსახორციელებელი ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, ამ კოდექსის შესაბამისად.“.

5. 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბავშვის სოციალური ინკლუზიის სახელმწიფო პროგრამებს შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.“.

6. 52-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობ პროგრამებს შეიმუშავებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მუნიციპალიტეტები კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობ პროგრამებში მონაწილე ბავშვის წახალისებას ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და საუნივერსიტეტო სწავლების ფარგლებში.“.

7. 88-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ორგანიზებას უწევს და სერტიფიცირებული ბავშვის მომვლელების (ძიძების) რეესტრს აწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.“.

8. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 93. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილება

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სათანადო პროგრამებსა და ღონისძიებებს განათლების ინკლუზიური სისტემის განვითარების, ინკლუზიური განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის, განათლების სისტემაში ძალადობისგან ბავშვის დაცვის, სოციალური მუშაობის გაძლიერების, მოზარდის მხარდაჭერისა და ახალგაზრდის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით −  ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ბავშვის სრულყოფილი მონაწილეობის და ბავშვის სხვა უფლებების რეალიზების მიზნით, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს ამ კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3832-XIIIმს-Xმპ