„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №132/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 128/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018383
128/ნ
01/12/2023
ვებგვერდი, 04/12/2023
430210000.22.022.018383
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №132/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №128/ნ

2023 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №132/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №132/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 09/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016652) პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. რექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.

7. რექტორის მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება რექტორის სამართლებრივი აქტით.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგელა გელაძე