„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3868-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 450090000.05.001.102075
3868-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 15/12/2023
450090000.05.001.102075
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.96, გვ. 9) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბიბლიოთეკო სფეროში სტანდარტებსა და ნორმატივებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) წინადადებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3868-XIIIმს-Xმპ