დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის N01-500 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-687 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430180000.22.030.016284 |
|
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის №01-500 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის №01-500 ბრძანების (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 30/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 430180000.22.030.016254) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
ა) წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სასურველია იყოს ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით: ა.ა) ვიწრო სფერო – ბიზნესი და ადმინისტრირება; ა.ბ) ვიწრო სფერო – სოციალური მეცნიერებები; ა.გ) დეტალური სფერო – ეკონომიკა; ბ) სპეციალური განათლება ფინანსების მიმართულებით, სამართალი; გ) სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა B1 დონეზე; დ) სასურველი უმაღლესი განათლების არქონის შემთხვევაში, სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება ფინანსების დარგში – მინიმუმ 2 წელი. ხოლო თუ განათლება შეესაბამება სასურველ სპეციალობებს, სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება ფინანსების დარგში – 1 წელი. გამოცდილებად ჩაითვლება ამავე მიმართულებით გავლილი სტაჟირება; ე) სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და ORIS-ის სერტიფიკატის ფლობა შესაბამისი დონის მითითებით.“; ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ORIS -ის სერტიფიკატი;“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 3 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები