დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „აპკო“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს აპკო |
| მიღების თარიღი | 29/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
განცხადება |
აღნიშნული „საწარმო“ და მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გამოიყენებოდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადგომად, სადაც ასევე ხდებოდა მათი სრულფასოვანი სერვისი და განახლება. დღესდღეისობით „საწარმო“ ტექნოლოგიურად მოძველებულია. მისი დღევანდელი საქმიანობა მოიცავს მხოლოდ „საწარმოს“ არსებული ფართების გაქირავებას. „კომპანიას“ „საწარმოში“ სამომავლო ბიზნეს (საინვესტიციო) გეგმები გააჩნია, რაც კრიტიკულად საჭიროებს აღნიშნული „საწარმოს“ აქციათა სრულ საკუთრებას (აქციათა 100%-ს). ახალი შენობების აშენების გარდა, იგეგმება არსებული ამორტიზებული შენობა-ნაგებობების კაპიტალური განახლება, კოსმეტიკური რემონტი, საწარმოო პროცესების ტექნოლოგიური განახლება, ეზოს სწორი დაგეგმარება-მოწყობა, უსაფრთხოების უახლესი სტანდარტების ინტეგრირება, მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, გაციფრულება და სხვა. კომუნისტურ დროში ჩარჩენილი საწარმოსთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვისა და კონკურენტუნარიანი თანამედროვე საწარმოს ჩამოყალიბებისთვის „კომპანია“ გეგმავს რამდენიმე მილიონი ლარის ეტაპობრივ ინვესტირებას (როგორც ადგილობრივი, ისე – საერთაშორისო ინვესტიციები). ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, „კომპანია“ გეგმავს დარჩენილი აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმის წარმოების დაწყებას (გათვალისწინებული “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 225-ე მუხლისა და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ თავი XXXIV2-ით). რადგანაც აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, „კომპანია“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართავს განცხადებით „საწარმოს“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ მოთხოვნით (გათვალისწინებული “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 225-ე მუხლისა და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ თავი XXXIV2-ით). აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს განსაზღვრავს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებით („საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ მუხლი 30914, პუნქტი 2). წინამდებარე განცხადება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე. წინამდებარე განცხადება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge. წინამდებარე განცხადების სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge გამოქვეყნებით დაიწყოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ვადის ათვლა, გათვალისწინებული საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ თავი XXXIV2.
შპს „აპკო“ დირექტორი: ალექსანდრე მაყაშვილი _________________ ხელმოწერა 29 ნოემბერი, 2023 წელი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები