დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016668 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 1533 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი დანართის შესაბამისად.
(ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი დადგენილებას თან ერთვის) |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
|
| მუხლი 1 |
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის (შემდგომ – წესი) მიზანია განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურები.
2. კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონება (შემდგომ – ქონება) წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. |
| მუხლი 2 |
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონება ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევა/დახმარება.
2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან ვერ გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების მიმღები პირი, უნდა განიკარგოს ან განადგურდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო აქტის შედგენით. |
| მუხლი 3 |
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებისათვის ქონების გადაცემაზე უფლებამოსილია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830).
2. ქონების მიმღებს ქონება გადაეცემა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ ქონების მიმღებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830) უფლებამოსილი წარმომადგენლი (თანამშრომელი). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები