ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №589 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ალიოშა ჯაფარიძის ქუჩასთნ მდებარე უსახელო შესახვევისთვის ალიოშა ჯაფარიძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 589
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016830
589
21/11/2023
ვებგვერდი, 29/11/2023
000000000.00.101.016830
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №589 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ალიოშა ჯაფარიძის ქუჩასთნ მდებარე უსახელო შესახვევისთვის ალიოშა ჯაფარიძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №589

 2023 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ალიოშა ჯაფარიძის ქუჩასთნ მდებარე უსახელო შესახვევისთვის ალიოშა ჯაფარიძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ალიოშა ჯაფარიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევს მიენიჭოს ალიოშა ჯაფარიძის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე