„სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 89/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017108
89/ნ
06/12/2023
ვებგვერდი, 07/12/2023
470230000.22.035.017108
„სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №89/ნ

2023 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 18/08/2020; 470230000.22.035.016783) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული (სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ) დანართის:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, სტრუქტურაში შემავალი ერთეულების შექმნა, გარდაქმნა და გაუქმება;

კ) სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი ერთეულების მუშაობის კოორდინაცია, მართვა და მონიტორინგი;“.

2. მე-4 მუხლის:

 ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი ერთეულების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან  სტრუქტურაში შემავალი ერთეულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურაში შემავალი ერთეულების მეშვეობით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი