დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №581 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩის გაგრძელების, მასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ოთხი შესახვევისთვის მაგნოლიის და აკაციის სახელების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 581 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016822 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №581
2023 წლის 21 ნოემბერი
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩის გაგრძელების, მასთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ოთხი შესახვევისთვის მაგნოლიის და აკაციის სახელების მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. საბურთალოს რაიონში, გაგრძელდეს ლისის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.
2. საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს აკაციის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ოთხ შესახვევს მიენიჭოს მაგნოლიის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები