ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №579 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 579
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016820
579
21/11/2023
ვებგვერდი, 29/11/2023
000000000.00.101.016820
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №579 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №579

2023 წლის 21 ნოემბერი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის   სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე