დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატილი აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრციო კოდის მინიჭების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 482 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 22/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.22.027.007.149 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.007.149
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №482
2005 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
,,ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებაში (სსმ III, 2004წ., №105, მუხ. 902) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა დეპარტამენტს აწვდიან ანგარიშს მათ მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტების შესახებ, აგრეთვე – რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 1 ეგზემპლარს და ნორმატიულ აქტზე თანდართულ დასკვნას მისი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე.”;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი ნორმატიული აქტი უნდა იყოს დადასტურებული ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ შესაბამისი ბეჭდითა და ხელმოწერით. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იგი ასევე უნდა იყოს დამოწმებული დეპარტამენტის ან/და სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსის (მათი არყოფნის შემთხვევაში – უფროსის მოვალეობის შემსრულებლის) მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით.“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს 81 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,81. ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იყოს აკინძული. ამ შემთხვევაში ბეჭედი და ხელმოწერა უნდა დაესვას ისე, რომ მან მოიცვას ქაღალდის ნაწილი, რომლითაც აკინძულია ნორმატიული აქტი.“.
3. ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ”, ,,წ” და ,,ჭ” ქვეპუნქტები.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები