დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 92 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/03/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №92
2010 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წელი, №47, მუხლი 521) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2010 წლის 15 მაისისა საქართველოს მთავრობასთან გააფორმოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულების ხელშეკრულება.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები