დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 466 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340030000.10.003.024299 |
|
„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/11/2022, 340030000.10.003.023727) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების: ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს 2022 − 2024 წლებისთვის ჯამურად არაუმეტეს 43 768 000 (ორმოცდასამი მილიონ შვიდას სამოცდარვა ათასი) ლარის გამოყოფა.“; ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოსა და სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეთ თანხმობა, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წლის 1 იანვრამდე, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს განესაზღვროს არაუმეტეს 120 ერთეულით და დაფინანსდეს „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამიდან“ (პროგრამული კოდი: 31 05 18), ხოლო სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს – არაუმეტეს 90 ერთეულით, „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ პროგრამიდან (პროგრამული კოდი: 31 02 05), შეთანხმებული ლიმიტის ფარგლებში.“; გ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა სსიპ – ღვინის ეროვნულ სააგენტოს, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, 6 თვის ვადით სარგებლობაში გადასცეს მის ბალანზე რიცხული კომპიუტერები და პრინტერები ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს, მოთხოვნის შესაბამისად.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“: ა) მე-3 მუხლის: ა.ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქონელი − საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდი და აგროქიმიკატი; ვ) საქონლის მიმწოდებელი − საქონლის სარეალიზაციო ობიექტები, რომლებთანაც სააგენტო პროგრამის ფარგლებში გააფორმებს ხელშეკრულებას და რომელთაც „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილების საფუძველზე მინიჭებული აქვთ უვადო აღიარება და სადაც ბენეფიციარი, პროგრამით განსაზღვრული პირობების ფარგლებში, ბარათზე დარიცხული ქულების ან/და თანხის მეშვეობით შეძლებს საქონლის მიღებას;“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) ხელშეკრულება − სააგენტოსა და საქონლის მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა მიერ შესასრულებელ უფლება-მოვალეობებს;“; ბ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები