„სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016032
32/ნ
30/11/2023
ვებგვერდი, 05/12/2023
310150000.77.090.016032
„სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №32/ნ

2023 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 15 სექტემბრის №11/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/09/2022, 310150000.77.090.016011) დამტკიცებულ დანართ №1-ში (სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმა და აღწერილობა) შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორილევან გამყრელიძე

დანართი №1

სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმა და აღწერილობა

ADR-ის მოწმობა მძღოლის მომზადების შესახებ

1. (მოწმობის №)

(მძღოლის                     2. (გვარი)

ფოტოსურათის           3. (სახელი)

ადგილი)*                     4. (დაბადების თარიღი)

5. (მოქალაქეობა)

6. (მძღოლის ხელმოწერა) 

7. (მოწმობის გამცემი ორგანო) 

8. (მოქმედების ვადა)

წინა მხარე

ძალაშია კლასისთვის (კლასებისთვის) ან გაეროს ნომრისთვის:

       ცისტერნები                         ცისტერნების გარდა

   9. მიუთითეთ კლასი               10. მიუთითეთ კლასი

უკანა მხარე

1. მოწმობა შეიცავს წინა და უკანა მხარეს.

2. მოწმობის წინა მხარეზე განთავსდება მოწმობის დასახელება, მძღოლის ფოტოსურათი, ბარათის გამცემი  ქვეყნის – საქართველოს განმასხვავებელი ნიშანი – GE და  მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:

1) (მოწმობის № ) მაგ.,GE00000;

2) (გვარი);

3) (სახელი);

4) (დაბადების თარიღი);

5) (მოქალაქეობა);

6) (მძღოლის ხელმოწერა);

7) (მოწმობის გამცემი ორგანო);   

8) (მოქმედების ვადა).

3. მოწმობის უკანა მხარე შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

(9) მიეთითება გადასაზიდი სახიფათო ნივთიერებების ყველა კლასი და ქვეკლასი ცისტერნებით გადაზიდვებისათვის;       

(10) მიეთითება გადასაზიდი სახიფათო ნივთიერებების ყველა კლასი და ქვეკლასი ცისტერნების გარეშე გადაზიდვებისათვის.

4. მოწმობის მეორე მხარე ივსება შემდეგი წესით: კლასებისა და ქვეკლასების ჩამონათვალში გადაიხაზება იმ კლას(ებ)ის და ქვეკლას(ებ)ის  ციფრები, რომლებშიც მძღოლს მომზადება არ გაუვლია.      

5. სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ზომები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს ISO 7810:2003 ID-1 და ის უნდა იყოს პლასტიკური. ფერი უნდა იყოს თეთრი, შრიფტი – შავი. მოწმობაზე უნდა იყოს წარმოდგენილი დაცვის დამატებითი ელემენტი, როგორიცაა ჰოლოგრამა ან გამოსახულების ბეჭედი, რომელიც ჩანს მხოლოდ ულტრაიისფერი განათებისას ან გილიოშის ნახატი.

6. მოწმობა უნდა იყოს შედგენილი ქართულ და ინგლისურ ენებზე.