„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 463
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024296
463
27/11/2023
ვებგვერდი, 28/11/2023
470230000.10.003.024296
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №463

2023 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის („დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“):

1.  №21 დანართით განსაზღვრული ცხრილის (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) „საერთო სანებართვო პირობების“ 28-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

28

შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობა

ნებართვის მაძიებელმა/მფლობელმა ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტთან ან/და სტანდარტებთან სრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნებართვის მფლობელი ვალდებულია, სრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვოს ყოველ 2 წელიწადში  ერთხელ, საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე და წარუდგინოს ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების დაცვის შესახებ წინა წლის ანგარიშგებასთან ერთად.

შენიშვნა: ნებართვის მფლობელი ვალდებულია, აღნიშნული პირობა (გარდა სანებართვო პირობისა – „საოპერაციო დარბაზი უზრუნველყოფილია სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით“) დააკმაყოფილოს 2024 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთანავე, ამ დადგენილების ცვლილების ამოქმედების დროისათვის ნებართვის მფლობელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, ნებართვის გამცემს წარუდგინოს:

1. 2024 წლის 1 მარტამდე – სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრის თაობაზე სახანძრო უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიწერილობა.

2. 2024 წლის 31 დეკემბრამდე – შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 .“.   

2. №22 დანართით განსაზღვრული ცხრილის (სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის სანებართვო პირობები) „სანებართვო პირობების“ 28-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

28

შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობა

სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის/ დეპარტამენტის სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში ინტეგრირების შემთხვევაში, შესაძლებელია სტაციონარული დაწესებულების საევაკუაციო გასასვლელით  სარგებლობა, თუ შენობა-ნაგებობის დაგეგმარება იძლევა ამის საშუალებას.

ნებართვის მაძიებელმა/მფლობელმა ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული  ორგანოს მიერ გაცემული შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტთან ან/და სტანდარტებთან სრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნებართვის მფლობელი ვალდებულია, სრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვოს ყოველ 2 წელიწადში  ერთხელ, საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე და წარუდგინოს ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების დაცვის შესახებ წინა წლის ანგარიშგებასთან ერთად.

შენიშვნა: ნებართვის მფლობელი ვალდებულია, აღნიშნული პირობა დააკმაყოფილოს 2024 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთანავე, ამ დადგენილების ცვლილების ამოქმედების დროისათვის ნებართვის მფლობელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, ნებართვის გამცემს წარუდგინოს:

1. 2024 წლის 1 მარტამდე – სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრის თაობაზე სახანძრო უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიწერილობა.

2. 2024 წლის 31 დეკემბრამდე – შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

        .“.     

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი