„ტექნიკური რეგლამენტის − დაცული ზონისა და მცენარის პასპორტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − დაცული ზონისა და მცენარის პასპორტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 461
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024294
461
27/11/2023
ვებგვერდი, 28/11/2023
240110000.10.003.024294
„ტექნიკური რეგლამენტის − დაცული ზონისა და მცენარის პასპორტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №461

2023 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − დაცული ზონისა და მცენარის პასპორტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − დაცული ზონისა და მცენარის პასპორტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №591 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/12/2018, 240110000.10.003.020904) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − დაცული ზონისა და მცენარის პასპორტის“:

1. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ჯიშის დასახელებას ან საჭიროების შემთხვევაში − მცენარეთა ჯგუფის დასახელებას, საძირეების შემთხვევაში − ჯიშის დასახელებას ან მის აღნიშვნას/სახელწოდებას;

კ) წარმოშობის ქვეყანას ან ქვეყნის ორნიშნა ISO კოდს.“.

2. დანართ №2-ს („მცენარის პასპორტის ნიმუშები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დეკორატიული მცენარის პასპორტი

 

                                      მცენარის პასპორტი/Plant Passport                                საქართველო (GE)

 

სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს კოდი − „სეს“ 

 ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის №

 

ინდივიდუალური სერიული, ან კვირის, ან პარტიის №

 

ბოტანიკური დასახელება (ლათინურად)   

 

ჯიშის დასახელება ან საჭიროების შემთხვევაში − მცენარეთა ჯგუფის დასახელება,

საძირეების შემთხვევაში − ჯიშის დასახელება ან მისი აღნიშვნა/სახელწოდება

მცენარის რაოდენობა

   

წარმოშობის ქვეყანა ან ქვეყნის ორნიშნა ISO კოდი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი