„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3766-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.102121
3766-XIIIმს-Xმპ
29/11/2023
ვებგვერდი, 19/12/2023
080090020.05.001.102121
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) გონივრული საფუძველი − საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიერ კონკრეტული პირის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის, გარემოებების ან/და ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს ამ პირის ტერორიზმის დაფინანსებასთან ან/და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსებასთან კავშირში დაარწმუნებდა, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა აღნიშნული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება;“.

2. მე-10 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ კლიენტი ან გარიგების მონაწილე სხვა პირი ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირია. ასეთ შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. თუ ანგარიშვალდებული პირი თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში აღმოაჩენს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირის ქონებას, იგი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება.“.

3. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში ფუნქციონირებს მის მიერ შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ სათანადო ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და გავრცელებას სამთავრობო კომისიის მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად.“.

4. 41-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამთავრობო კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე, კონკრეტული და დეტალური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გონივრული საფუძვლის სტანდარტით განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა შესაბამისი პირი გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას:

ა) ამ პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული სანქციების გამოყენების თაობაზე;

ბ) საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს შესაბამისი მიმართვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

4. ამ თავით გათვალისწინებული ქონება მოიცავს ყველა ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს და მათგან მიღებულ შემოსავალს, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს:

ა) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირი ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;

ბ) პირი, რომელიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირი, რომელიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სასარგებლოდ ან მისი ინსტრუქციის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს ნებისმიერ სარგებელს.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სამთავრობო კომისია ამ თავით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს.“.

5. 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძველი.

2. ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში სამთავრობო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე.“.

6. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 43. გაეროს სანქციების კომიტეტისთვის ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის წარდგენა

1. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია შესაბამისი პირისთვის შეუტყობინებლად გაეროს სანქციების კომიტეტს ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა ამ პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, თუ არსებობს გონივრული საფუძველი, რომლის მიხედვით, პირი აკმაყოფილებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა გაეროს სანქციების კომიტეტს უნდა წარედგინოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესითა და მიმართვის სტანდარტული ფორმის გამოყენებით. მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და პირის იდენტიფიკაციისთვის საკმარის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად უნდა წარედგინოს. მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და პირის იდენტიფიკაციისთვის საკმარის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

4. სამთავრობო კომისია ვალდებულია სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძველი.

5. სამთავრობო კომისია ვალდებულია გაეროს სანქციების კომიტეტს ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღების თაობაზე, თუ დადგინდა, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გონივრული საფუძველი აღარ არსებობს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამთავრობო კომისია ვალდებულია განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღების თაობაზე მიმართვის გაეროს სანქციების კომიტეტისთვის ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის დაუყოვნებლივ წარსადგენად.

7. სამთავრობო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოქმედი იმ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღებასთან დაკავშირებულ განცხადებებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2023 წ.

N3766-XIIIმს-Xმპ