დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.104.016539 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/08/2014 წელი, სარეგ. კოდი: 010250020.35.104.016176) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-6 მუხლის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას;“; ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების ტექნიკურ მომზადებას და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;“; ბ) მე-6 მუხლს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მ) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას და საკრებულოს საარქივო საქმის წარმოებას.“; გ) მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „დ“ ქვეპუნქტი; დ) მე- 7 მუხლს დაემატოს „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები: „თ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და კომისიების სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, ოქმის შედგენას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას; ი) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მომსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას; ლ) შეიმუშავებს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის და სამივლინებო დოკუმენტებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები