„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016538
36
24/11/2023
ვებგვერდი, 29/11/2023
010250040.35.104.016538
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2023 წლის 24 ნოემბერი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/03/2022 წ., სარეგ. კოდი: 010250040.35.104.016469) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრი უფლებამოსილია შეუფერხებლად შეხვდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი. ამ პუნქტის შესაბამისად გამართული შეხვედრების თაობაზე ინფორმაციას საკრებულოს წევრი ასახავს წლიურ ანგარიშში.“;

ბ) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „თ“ ქვეპუნქტი;

გ)  27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)ისმენს საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს. მოსმენის შემდეგ ანგარიშვალდებული პირის საქმიანობა ფასდება დადებითად, დამაკმაყოფილებლად ან უარყოფითად, რის თაობაზეც იდება დასკვნა. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები შესაბამისი სამსახურის მიმართ. კომისიის დასკვნის საფუძველზე, ბიუროს გადაწყვეტილებით კონკრეტული ანგარიში შეიძლება მოსმენილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე და მიეცეს შესაბამისი შეფასება“;“

დ) 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს მორიგ სხდომაზე გამოცხადდეს სპეციალური მოწვევის გარეშე. საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია და განსახილველი მასალები, როგორც წესი, საკრებულოს წევრებს ეგზავნებათ სხდომამდე არაუგვიანეს 3 დღისა. საკრებულოში ამ ვადის დარღვევით შემოტანილი საკითხი გადაეცემა საკრებულოს მომდევნო სხდომას.“;

ე) 89-ე მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მერი. თუ მერის მიერ დანიშნული  უფლებამოსილი პირი წარადგენს პროექტს, მერი უნდა ესწრებოდეს სხდომას. საკითხზე თანამოხსენებით გამოდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დასკვნას.“;

ვ) 143-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა, მისი მოთხოვნით, შესაძლებელია მოხდეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ან შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო დაწესებულების დარბაზში;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია