„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3894-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.102141
3894-XIIIმს-Xმპ
13/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
010320000.05.001.102141
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე (გარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილისა), საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე;“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − რესურსცენტრების უფროსებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს და მათი თანამდებობები ვაკანტური გახდეს. ამასთანავე, იმ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავა რომელიმე ზემოაღნიშნული რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა, დაეკისროს იმავე რესურსცენტრის უფროსის  კონკურსის წესით დანიშვნამდე აღნიშნული რესურსცენტრის უფროსის ფუნქციების შესრულება.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს მისი ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების იმ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი ღია კონკურსების ჩატარება, რომლებიც ვაკანტური იყო ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ან ვაკანტური გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების შედეგად. ამ მიზნით შესაბამისი საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. თითოეული ზემოაღნიშნული რესურსცენტრის უფროსის კონკურსის წესით დანიშვნისთანავე იმავე რესურსცენტრის უფროსის ფუნქციების შემსრულებელს შეუწყდეს აღნიშნული რესურსცენტრის უფროსის ფუნქციების შემსრულებლის უფლებამოსილება.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს მისი ტერიტორიული ორგანოების − რესურსცენტრების უფროსების იმ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი ღია კონკურსების ჩატარება, რომლებიც ვაკანტური იყო ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ან ვაკანტური გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების შედეგად. ამ მიზნით შესაბამისი საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. თითოეული ზემოაღნიშნული რესურსცენტრის უფროსის კონკურსის წესით დანიშვნისთანავე იმავე რესურსცენტრის უფროსის ფუნქციების შემსრულებელს შეუწყდეს აღნიშნული რესურსცენტრის უფროსის ფუნქციების შემსრულებლის უფლებამოსილება.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს მისი ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების იმ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი ღია კონკურსების ჩატარება, რომლებიც ვაკანტური იყო ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ან ვაკანტური გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების შედეგად. ამ მიზნით შესაბამისი საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი. თითოეული ზემოაღნიშნული რესურსცენტრის უფროსის კონკურსის წესით დანიშვნისთანავე იმავე რესურსცენტრის უფროსის ფუნქციების შემსრულებელს შეუწყდეს აღნიშნული რესურსცენტრის უფროსის ფუნქციების შემსრულებლის უფლებამოსილება.

მუხლი 3. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2023 წ.

N3894-XIIIმს-Xმპ