„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3807-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 470200000.05.001.102122
3807-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 19/12/2023
470200000.05.001.102122
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1​1 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 55-ე პუნქტი:

„55. ფარმაცევტული პროდუქტის თაობაზე მართული შესვლის შეთანხმება (შემდგომ − მართული შესვლის შეთანხმება) − ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ ამ ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკებით, მისი სპეციალური პირობებით შესყიდვის (მისი ფასის დაფარვის/ანაზღაურების) ფორმა, რომელიც ითვალისწინებს ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის (მედიკამენტის) ეფექტიანობასა და დანერგვასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, კლინიკური შედეგების (გამოსავლის) გაუმჯობესებას ან/და შესაბამის ბიუჯეტზე გავლენის შეზღუდვას.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. საქართველოს მთავრობა სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მართული შესვლის შეთანხმების კატეგორიებსა და ადმინისტრირების წესს. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება აგრეთვე მართული შესვლის შეთანხმების მონიტორინგის რეესტრში შესატანი მონაცემები. მართული შესვლის შეთანხმების სხვა პირობები საჯარო ხდება მართული შესვლის შეთანხმებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3807-XIIIმს-Xმპ