დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 459 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 18/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.22.027.007.144 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.007.144
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №459
2005 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №315 ბრძანების №1 დანართის:
1. მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ქვემო ქართლის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:
გ.ა) ქ. რუსთავი;
გ.ბ) ბოლნისის რ-ნი;
გ.გ) გარდაბნის რ-ნი;
გ.დ) დმანისის რ-ნი;
გ.ე) თეთრიწყაროს რ-ნი;
გ.ვ) მარნეულის რ-ნი;
გ.ზ) წალკის რ-ნი.”.
2. მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1” და „გ2” ქვეპუნქტები:
„გ1) რუსთავის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური:
გ1.ა) ქ. რუსთავი;
გ1.ბ) გარდაბნის რ-ნი;
გ1.გ) თეთრიწყაროს რ-ნი;
გ1.დ) წალკის რ-ნი.
გ2) მარნეულის რაიონის საპასპორტო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახური:
გ2.ა) მარნეულის რ-ნი;
გ2.ბ) ბოლნისის რ-ნი;
გ2.გ) დმანისის რ-ნი.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები