„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 960
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017448
960
02/12/2023
ვებგვერდი, 04/12/2023
100020020.22.027.017448
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №960

2023 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016529) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ, ბრალდებული/მსჯავრდებული თავსდება შემოწმებისათვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში, სადაც ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი კუთვნილი ნივთების საგულდაგულოდ შემოწმება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. ის საკვები პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (დებულების დანართი №1) (შემდგომ – აკრძალული ნივთები), აგრეთვე რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, საკვები პროდუქტების სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, მაღაზიაში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (დებულების №2 და №3 დანართები), ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და შეინახება დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნებართვით გადაეცემა პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.“.

2. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აჭარბებს საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა ნივთებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების №1 დანართის მე-16 პუნქტითა და №2 დანართით.“.

3. 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შეინახოს და გამოიყენოს ამ დებულების №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და საგნები;“.

4. №1 დანართის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.“.

5. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

 

ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად

 

1. კვების პროდუქტები (ხილი): ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, მანდარინი და ფორთოხალი (ერთდროულად, ერთობლიობაში არაუმეტეს 5 კილოგრამისა).

2. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, დუტის და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

3. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.

4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის შესაბამისი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.

5. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური), ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა.

6. პირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40 სმ-ისა) და ცხვირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

7. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

8. თავსაფარი არაუმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერები ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს).

9. მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა, შამპუნი არაუმეტეს 1 ლიტრისა (ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს).

10. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

11. წიგნი (ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას).

12. ფოტოსურათი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა.

13. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

14. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროთეზები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლები (ექიმის ნებართვით).

შენიშვნა:

 1. ამ დანართით გათვალისწინებული პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია თვეში ორჯერ.

2. ამ დანართის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია ფოსტის მეშვეობითაც.“.

6. №4 დანართის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე