დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3773-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.04.001.018084 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ15“ ქვეპუნქტი: „ჰ15) ფინანსური კონგლომერატი − „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური კონგლომერატი.“. 2. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ ცნობები, აგრეთვე მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებისა, „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში საზედამხედველო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 526 მუხლი: „მუხლი 526. დამატებითი ზედამხედველობა ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს დამატებითი ზედამხედველობა „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) ამ მუხლით განსაზღვრული დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისას შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან ერთად მიიღოს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები/ზომები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, აგრეთვე გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმავე კანონის შესაბამისად; გ) განახორციელოს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 29 ნოემბერი 2023 წ. N3773-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები