„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3756-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.102034
3756-XIIIმს-Xმპ
29/11/2023
ვებგვერდი, 11/12/2023
040090000.05.001.102034
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.020812) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო) აღმასრულებელი დირექტორის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;“.

2. 86-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებას და მის დამოუკიდებლობას.

3.  საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფისთვის საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბჭო. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბჭო. საბჭოს აპარატი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.“;

გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„7. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილი წესით. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით.

8. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საბჭოსა და საბჭოს აპარატს უზრუნველყოფს მათი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2023 წ.

N3756-XIIIმს-Xმპ