„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3765-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016105
3765-XIIIმს-Xმპ
29/11/2023
ვებგვერდი, 04/12/2023
010190030.06.001.016105
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 186​1 მუხლი:

„მუხლი 1861. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობის ან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17​1 მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემთხვევის დადგომისას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. ამ პროცედურის აღძვრის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.

3. პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

4. პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში პარლამენტი კენჭს უყრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა.“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 20413 მუხლი:

„მუხლი 20413. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის არჩევა

1. პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრს.

2. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პარლამენტი ამ თანამდებობისთვის განსაზღვრული წესით, 5 წლის ვადით ირჩევს საბჭოს ახალ წევრს.“.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 20413 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭო პირველად დაკომპლექტდეს განსხვავებული წესით, კერძოდ, საბჭოს 2 წევრი აირჩეს 4 წლის ვადით, ხოლო საბჭოს 3 წევრი − 5 წლის ვადით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავად განსაზღვრავს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობაზე რომელი კანდიდატურა რა ვადით ასარჩევად უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. მომდევნო არჩევნებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრები, მათ შორის, ხელახლა − საბჭოს თავდაპირველი წევრები, არჩეულ იქნენ 5 წლის ვადით.

2. საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 20413 მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს დასაკომპლექტებლად  სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2023 წ.

N3765-XIIIმს-Xმპ